ცქიტიშვილის 22 ქულა და 17 მოხსნა.

ცქიტიშვილის 22 ქულა და 17 მოხსნა.

ნიკა ცქიტიშვილის „მაჰრამი“ დასავლეთ აზიის საკალათბურთო ლიგის ფინალშია. ქართველი ფორვარდის დახმარებით მაჰრამელებმა ნახევარფინალის მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა თანამემამულე „ზობ აჰანს“ 99:85 მოუგეს.
ამ გუნდებმა აქამდე სერიის თითო საშინაო მატჩი მოიგეს და გადამწყვეტ შეხვედრას თეირანმა უმასპინძლა. მაჰრამელები მესამე მეოთხედის ბოლომდე აგებდნენ. ერთხანს 10 ქულაზე მეტითაც, მაგრამ ცქიტიშვილისა და სამად ბაჰრამის დახმარებით დედაქალაქელებმა მატჩის შემოტრიალება მოახერხეს და საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით გაიმარჯვეს.
ქართველი ლეგიონერი ერთადერთი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა. ცქიტიშვილმა 34,30 წუთს ითამაშა და 22 ქულა, 17 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ნიკა მეტ ხანს დარჩებოდა მოედანზე, 5 პერსონალური რომ არ მიეღო. მან 13-დან 8 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. მაჰრამელთაგან ბომბარდირი სამად ბაჰრამი გახდა, რომელმაც 37 ქულა მიითვალა.
მეორე ნახევარფინალშიც ერთი ქვეყნის გუნდები შეხვდნენ. ლიბანურ დერბიში „ალ რიადმაც“ მესამე, გადამწყვეტ მატჩში მოიპოვა გამარჯვება ბეირუთის „ჩემპვილთან“. ასე რომ, პრესტიჟული ტიტულისთვის ფინალში ერთმანეთს „მაჰრამი“ და “ალ რიადი“ შეერკინებიან,