ცქიტიშვილის 23 ქულამ და 11 მოხსნამ ჩემპვილს ვერ უშველა

ცქიტიშვილის 23 ქულამ და 11 მოხსნამ ჩემპვილს ვერ უშველა

ნიკა ცქიტიშვილის ორმაგი დუბლის მიუხედავად, “ჩემპვილმა” ერთ-ერთ კონკურენტ “მუტაჰედთან” სტუმრად 2 ქულით – 79:81 წააგო. 
 
ნიკამ შეუცვლელად – 40 წუთს ითამაშა და 10-დან 4 ორქულიანი და 9-დან 5 სამიანი ჩააგდო. მის ანგარიშზე საბოლოოდ 23 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება დაგროვდა. ცქიტიშვილზე მეტი, 39 ქულა ჩემპვილელთა ლიდერმა ფადი ხატიბმა დააგროვა, მაგრამ ჩემპვილელები მარცხს მაინც ვერ ააცილა.
 
ამ წაგების შემდეგ „ჩემპვილი“, რომელსაც 17 მოგება და 10 მარცხი აქვს, მე-3 ადგილზე დაქვეითდა. მომდევნო ტურში, 14 აპრილს, ცქიტიშვილის გუნდი ლიდერ „რიადს“ უმასპინძლებს.