ცქიტიშვილის 25 ქულა-18 მოხსნით “მაჰრამმა” ბეირუთში მოიგო

ცქიტიშვილის 25 ქულა-18 მოხსნით “მაჰრამმა” ბეირუთში მოიგო

ნიკოლოზ ცქიტიშვილი აზიურ კალათბურთში ერთ–ერთი მტავარი ფიგურაა.  ქართველმა ფორვარდმა კონტინენტის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირის ფინალური სერიის მეორე მატჩში 25 ქულა და 18 მოხსნა მოაგროვა, რითაც თავისი გუნდის, „მაჰრამის“ გამარჯვება განაპირობა.
 
ირანულმა კლუბმა გამარჯვება ლიბანში, აზიის ერთ–ერთ საუკეთესო გუნდ „ალ რიადთან“ მოიპოვა. ქართველი ფორვარდის ჩინებული თამაშის წყალობით თეირანელებმა ბეირუთის გუნდი 67:59 დაამარცხეს და თუკი ახლა, თეირანში დაგეგმილ მატჩებში გამარჯვებას იზეიმებენ, დასავლეთ აზიიის საკალათბურთო ლიგის (WABL) ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებენ.
 
როგორც ჩანს, მაჰრამელებს ხეირიანი შემცვლელი არ ჰყავს, რადგან მთელი თამაშის მანძილზე შეცვლა არ განუხორციელებიათ. ხუთივე კალათბურთელმა შეხვედრა სრულად, 40–40 წუთით ითამაშა, რაც მსოფლიო კალათბურთში ერთობ გამორჩეული შემთხვევაა.
 
ნიკამ 14-დან 8 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და ჯამში 28 ქულა მოაგროვა.  ცქიტიშვილმა 18 მოხსნიდან 8 მეტოქის ფარზე მიითვალა, რასაც 1 ჩაჭრა და 2 დაფარებაც მოაყოლა. ქართველი კალათბურთელის ეფექტურობის კოეფიეციენტმა 37-ს უწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
 
როგორც აღვნიშნეთ, ფინალური სერიის მე-3, მე-4 და თუ საჭირო გახდა, მე-5 მატჩები თეირანში აპრილის თვის შემდეგ რიცხვებში გაიმართება: 9, 10 და 16.
“მაჰრამის” ტიტულის მოგების ჩინებული შანსი აქვს. შეგახსენებთ, რომ ცქიტიშვილის კლუბი აზიური თასის მფლობელი 2009 და 2010 წლებში გახლდათ, შარშან კი ბრინჯაოს მედლებით დაკმაყოფილდა.