ცქიტიშვილის 26 ქულა და 13 მოხსნა

ცქიტიშვილის 26 ქულა და 13 მოხსნა

ირანში გადასვლის შემდეგ ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ ირანული „მაჰრამის“ ქართველმა ფორვარდმა ტრავმის გამო 4 მატჩი გამოტოვა და მოედანს წინა ტურში დაუბრუნდა. რეაბილიტაციის შემდეგ ცქიტიშვილმა ორმაგი დუბლების სერიას უღალატა, თუმცა გასულ ტურში შთამბეჭდავი შედეგი დააფიქსირა. „მაჰანთან“ 81:70 მოგებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების წევრმა 26 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და 36:02 წუთში ზემოთ აღნიშნულ 26 ქულასა და 13 მოხსნის გარდა 2 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. ნიკოლოზმა 17-დან 8 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ოთხჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ სამჯერ დაჯარიმდნენ.
„მაჰრამს“ 12 მატჩიდან ყველა შეხვედრა მოგებული აქვს და მდევარ „აზადს“ მთელი 3 ქულით უსწრებს.