ცქიტიშვილის 33 ქულა და 16 მოხსნა ლიბანში

ცქიტიშვილის 33 ქულა და 16 მოხსნა ლიბანში

33 ქულა და 16 მოხსნა – ნიკა ცქიტიშვილმა ლიბანში ახალი მწვერვალი დაიპყრო. წინა მატჩში მას სამმაგ დუბლამდე 2 დაფარება დააკლდა, ახლა კი შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი მიითვალა და თავის გუნდს სტუმრად გაამარჯვებინა.
 
ჩემპვილელთა მეტოქე „ანიბალი“ იყო, რომელსაც ცქიტიშვილის გუნდმა  101:89 მოუგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც წინა მატჩში ნაჩვენები მარგი ქმედების კოეფიციენტი (44) გააუმჯობესა – 48.
 

 
ცქიტიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და როგორც უკვე ვთქვით, თავი 33 ქულას, 16 მოხსნას, 2 დაფარებას და თითო ჩაჭრა-პასს მოუყარა. ნიკამ საოცარი მიზანი გამავლინა და  9-დან 8 ორქულიანი, 7-დან 5 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მასზე მეტი, 36 ქულა მოაგროვა „ჩემპვილის“ უკანახაზელმა ფადი ხატაბიმ, მაგრამ ჯამური შედეგიანობით ცქიტიშვილს ბევრად ჩამორჩა.
 
9 მატჩიდან 5 მოგების მქონე „ჩემპვილი“ მე-5 ადგილზე აღზევდა. მომდევნო შეხვედრა ცქიტიშვილის გუნდს 4 იანვარს „ანტრანიკთან“ აქვს.