ცქიტიშვილის გუნდმა ლიბანში მე-3 ადგილზე აინაცვლა

ცქიტიშვილის გუნდმა ლიბანში მე-3 ადგილზე აინაცვლა

ლიბანის ჩემპიონატში მოასპარეზე ნიკა ცქიტიშვილის გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.  „ჩემპვილი“ სტუმრად „ჰუპსს“დამაჯერებლად – ანგარიშით 104:72 დაამარცხა.
 
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. ცქიტიშვილმა 7-დან 4 ოქრულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ჩემპვილელთაგან 30 ქულით ფადი ხატაბი გამოირჩა, რეიშონ ტერიმ კი 24 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა.
 
ჩემპვილს 9 გამარჯვების წილ 4 მარცხი აქვს და ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება.