ცქიტიშვილის “მაჰრამი” ირანში კვლავ დაუმარცხებელია

წარმატებულ სერიას განაგრძობს ნიკოლოზ ცქიტიშვილის „მაჰრამი“, რომელმაც ირანის ჩემპიონატში ზედიზედ მე–13 გამარჯვება იზეიმა და ცხრილს დაუმარცხებლად ლიდერობს. მაჰრამელებმა მორიგ ტურში სტუმრად „პეტროჩიმი“ 94:74 დაამარცხეს.
ქართველმა კალათბურთელმა 11-დან 4 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ხუთჯერ დაკარგა, ოთხჯერ მას დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღდეგ კი ხუთჯერ დაჯარიმდნენ.  ცქიტიშვილმა 27.50 წუთს ითამაშა და მასპინძლებს 18 ქულა, 6 მოხსნა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა შესძინა. ქართველი ფორვარდის ეფექტურობის კოეფიციენტმა 14-ს უწია, რითაც იგი “მაჰრამის” რიგებში მესამე გახლდათ.