ცქიტიშვილის მორიგი დუბლი და “მაჰრამის” პირველი წაგება

ცქიტიშვილის მორიგი დუბლი და “მაჰრამის” პირველი წაგება

ნიკა ცქიტიშვილმა მიმდინარე სეზონში პირველად დატოვა მოედანი დამარცხებულმა. შესაბამისად, მისი გუნდიც პირველად დამარცხდა. ირანის რეგულარული ჩმპიონატის დაუმარცხებლად გამმლევმა „მაჰრამმა“ სეზონის პირველი წაგება საერთაშორისო საკლუბო ტურნირზე, თუმც ირანულ გუნდთან იწვნია. თეირანელებმა დასავლეთ აზიის საკალათბურთო ასოციაციის თასზე ისპაჰანში „ზობ აჰანთან“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი დამატებით დროში – 88:91 წააგეს. ცქიტიშვილის გუნდმა სერიის პირველი მატჩი შინ 100:86 მოიგო, თუმც ფინალის საგზურის მოსაპოვებლად მესამე მატჩის გამართვა გახდა საჭირო.
 
ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა. ცქიტიშვილი მოედანზე 45 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. შესაბამისად, ნიკა მაჰრამელთაგან საუკეთსო იყო. სერიის წინა მატჩის მსგავსად, ცქიტიშვილმა ამჯერადაც ორმაგი დუბლი მიითვალა. ნიკამ 13-დან 8 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო და 22 ქულას 11 მოხსნა,1 პასი და დაფარება წაამატა. სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი 19 მარტს თეირანში გაიმართბა.