ცქიტიშვილის სადებიუტო ორმაგი დუბლი

ცქიტიშვილის სადებიუტო ორმაგი დუბლი

ნიკა ცქიტიშვილმა ლიბანურ „ჩემპვილში“ დებიუტი ორმაგი დუბლით აღნიშნა. ქართველი ფორვარდი თავის ახალ გუნდს 18 ქულითა და 10 მოხსნით შეეწია, მაგრამ „ჩემპვილმა“ „მუტაჰედთან“ გასვლითი შეხვედრა მაინც დათმო – 73:81.
 
ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 30 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი არაზუსტად ტყორცნა. ორმაგ დუბლთან ერთად ნიკას 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა.
 
ცქიტიშვილი თავის გუნდში საუკეთესო იყო, მთლიანად მატჩში კი „მუტაჰედის“ ფორვარდი ერიკ ჩეტფილდი გამოირჩა, რომელმაც 24 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. ცქიტიშვილის გუნდს 3 მოგება და ამდენივე წაგება აქვს და ლიბანის ჩმპიონატში მე-6 ადგილზე იმყოფება. მორიგ შეხვედრას „ჩემპვილი“ 16 დეკემბერს ლიდერ „საგესის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.