ცქიტიშვილის შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი და გამარჯვება დამატებით დროში

ცქიტიშვილის შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი და გამარჯვება დამატებით დროში

ნიკოლოზ ცქიტიშვილი ლიბანის ჩემპიონატში შეუდარებელია. ქართველმა ფორვარდმა მორიგ ტურში „ბიბლოსის“ წინააღმდეგ მატჩში 31 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა, მისმა „ჩემპვილმა“ კი 93:86 იმარჯვა. შეხვედრის ბედი დამატებით დროში
 
ცქიტიშვილმა მოედანზე 36 წუთი გაატარა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ნიკამ 10-დან 9 ორქულიანი, 6-დან 4 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 31 ქულასა და 12 მოხსნასთან ერთად ქართველ ფორვარდს 1 პასი და 2 დაფარებაც დაუგროვდა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა. „ჩემპვილში“ გამორჩეული იყო ლიბანური კალათბურთის ლეგენდა ფადი ხატიბი, რომელიც 30 ქულითა და 12 მოხსნით ცქიტიშვილს ოდნავ ჩამორჩა.
 
ამ გამარჯვებით „ჩემპვილი“ ცხრილში მე-3 ადგილზე აღზევდა. ცქიტიშვილის გუნდ 10 მოგება და 4 მარცხი აქვს. მომდევნო მატჩი ჩემპვილელებს 17 თებერვალს, „მუტაჰედთან“ ელის.