ცქიტიშვილმა ჩემპვილს 19 ქულა მიაშველა

ცქიტიშვილმა ჩემპვილს 19 ქულა მიაშველა

გასულ შაბათ-კვირას ნიკოლოზ ცქიტიშვილის „ჩემპვილმა“ პლეი ოფის 2 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან ერთი მოიგო, ერთში კი დამარცხდა.
 
შაბათს გამათულ შეხვედრაში, რომელიც მარეშტერელებმა „ამჩიტთან“ 61:69 დათმეს, ქართველ ფოვარდს მონაწილეობა არ მიუღია.ცქიტიშვილი განაცხადში ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტის გამო ვერ მოხვდა. ლიბანის ჩემპიონატის მატჩში 2 ლეგიონერი თამაშობს, „ჩემპვილმა“ კირამდენიმე დღის წინ ამერიკელი ჯერემი მესი შეიმატა, რომელმაც ხსენებული მატჩის განაცხადში ცქიტიშვილის ადგილი დაიკავა. მესის 13-მა ქულამ „ჩემპვილი“ წაგებისგან ვერ იხსნა.
 

 
მომდევნო შეხვედრაში კი მწვრთნელმა ქართველ ფორვარდს უხმო და ცქიტიშვილი შეუცვლელად ათამაშა. ნიკამ 40 წუთში 19 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 5 ორქულიანი, 8-დან 2 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მისმა გუნდმა კი მეტოქე 77:71 დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა.
 
სერიის მომდევნო მატჩი დღეს, 6 მაისს გაიმართება.