ცქიტიშვილმა და “ლაგუნ არომ” კონტრაქტი გაწყვიტეს

ცქიტიშვილმა და “ლაგუნ არომ” კონტრაქტი გაწყვიტეს

ნიკოლოზ ცქიტიშვილი უგუნდოდაა. ესპანური პრიმერადივიზიონის „ლაგუნ არომ“ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში განაცხადა, რომ ქართველი ფორვარდისა და გუნდის გზები გაიყო.
 
„კლუბის ხელმძღვანელობა და კალათბურთელი შეთანხმდნენ კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე. „ლაგუნ არო“ წარმატებებს უსურვებს ნიკოლოზ ცქიტიშვილს მის შემდგომ კარიერაში“ – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
 
ცქიტიშვილი მიმდინარე სეზონის წინ ჩაირიცხა „ლაგუნ აროში“ და საშუალოდ მატჩში 5,3 ქულასა და 2,6 მოხსნას აგროვებდა.
 

ნიკა ცქიტიშვილი (#22)