ცქიტიშვილმა “ლოუაიზესთან” შეუცვლელად ითამაშა

ცქიტიშვილმა “ლოუაიზესთან” შეუცვლელად ითამაშა

ლიბანის ჩემპიონატში მეორე ეტაპი დაიწყო. ნიკა ცქიტიშვილის “ბიბლოსი” მოწინავე ხუთეულში ვერ მოხვდა და ქვედა ხუთეულთან ერთად იბრძვის უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.

პირველ მატჩში ბიბლოსელებმა “ლოუაიზეს” უმასპინძლეს და უშანსოდ – 73:90 წააგეს. ცქიტიშვილმა ამ შეხვედრაში შეუცვლელად – 40 წუთს ითამაშა და 17 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. ნიკამ 13-დან 7 ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
“ბიბლოსს” 2 მოგება და 17 მარცხი მოუგროვდა, მომდევნო მატჩს კი 11 თებერვალს სტუმრად “მუტაჰედთან” გამართავს.