ცქიტიშვილს ფეხის ტრავმამ მესამე შეხვედრაც გამოატოვებინა

ცქიტიშვილს ფეხის ტრავმამ მესამე შეხვედრაც გამოატოვებინა

ნიკოლოზ ცქიტიშვილის „მაჰრამი“ ირანის ჩემპიონატში ერთპიროვნულად გალიდერდა, თუმცა, ქართველი გულშემატკივრისთვის სამწუხაროდ, ეს ცქიტიშვილის გარეშე გააკეთა. სპარსეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მაჰრამელებმა შინ „აზადი“ 89:77 დაამარცხეს და ქართველმა ლეგიონერმა არც ამჯერად ითამაშა. ცქიტიშვილს ფეხის ტრავმა აწუხებს და ეს უკვე მესამე მატჩია, უქმობს.
 
ამავე ტურში დამარცხდა „მაჰრამთან“ ერთად ჩემპიონატის ლიდერი „ზობ აჰანი“. მაჰრამელთა კონკურენტმა მარცხი ერთ–ერთ აუტსაიდერ „გორგანთან“ სტუმრად განიცადა. სხვათა შორის, ბოლოსწინა ტურში ცქიტიშვილის გუნდმა „გორგანი“ გასვლაზე 100:64 დაამარცხა.
 
წინასწარი ინფორმაციით ცქიტიშვილს ამ ტურში უნდა ეთამაშა, თუმცა, როგორც ჩანს, ფეხი ბოლომდე არ მოუშუშებია.