ცქიტიშვილს სამმაგ დუბლამდე 2 დაფარება დააკლდა

ცქიტიშვილს სამმაგ დუბლამდე 2 დაფარება დააკლდა

ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ისტორიული მატჩი ჩაატარა. ქართველმა ფორვარდმა ჩემპიონატის მორიგ ტურში თავის გუნდ „ჩემპვილს“ „ალ რიადი“ დაამარცხებინა. ნიკამ პირად აქტივში 27 ქულა, 10 მოხსნა, 8 დაფარება და 2 პასი ჩაიწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სამმაგ დუბლამდე 2 დაფარება დააკლდა.
ნიკამ 8-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 44 შეადგინა, რაც ნებისმიერი ჩემპიონატისთვის ძალიან მაღალი შედეგია. ცქიტიშვილს სამმაგ დუბლამდე 2 დაფარება დააკლდა.
მატჩი დაძაბული იყო და რომ არა ცქიტიშვილის შედეგიანობა, ბეირუთელები წაგებას ვერ ასცდებოდნენ. საბოლოოდ „ჩემპვილმა“ ანგარიშით 20 გაიმარჯვა.
ბეირუთელებს 4-4 მოგებ-წაგება დაუგროვდათ და10-გუნდიან ლიბანის ჩემპიონატში მე-6 ადგილზე იმყოფებიან. შემდეგი მატჩი „ჩემპვილს“ სტუმრად აუტსაიდერ “ანიბალ ზაჰლეს” წინააღმდეგ ელის.