ცვლილება კალენდარში: მემორიალის ფინალი სპორტის სასახლეში გაიმართება

ცვლილება კალენდარში: მემორიალის ფინალი სპორტის სასახლეში გაიმართება

ოლიმპიური ჩემპიონების – მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალური ტურნირის ფინალში ერთმანეთს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდები შეხვდებიან.

კლუბების შეთანხმების საფუძველზე კალათბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ სატიტულო მატჩი საკალათბურთო აკადემიის ნაცვლად თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართოს. შეიცვალა შეხვედრის ჩატარების დროც. მაშ ასე, ქორქია–საკანდელიძის მემორიალის ფინალი, რომელშიც “არმია” და შსს ითამაშებენ, თბილისის სპორტის სასახლეში პარასკევს, 20 იანვარს, 18 საათზე გაიმართება.