ტურის მოთამაშე

ტურის მოთამაშე

ირაკლი ხოშტარია (თბილავიამშენი)
სტატისტიკა – 27 წუთი, 16 წამი – 18 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 4 ფოლი, 3 შეცდომა.

აღიარების ფაქტორი – პირველი მეოთხედი ირაკლი სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, თამაშში კი მეორე ათწუთეულიდან ჩაერთო. შეხვედრის მსვლელობაში გარდატეხა სწორედ მან და ტურის კიდევ ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, “თბილავიამშენის” ცენტრმა პლასიდე როდუმტამ შეიტანეს. ირაკლი მნიშვნელოვანი ქულები დააგროვა, როდუმტამ კი პირველ მეოთხედში 12 ქულისა და 7 მოხსნის გამკეთებელ დავით ბერძენიშვილს მხოლოდ 2 ქულა გააკეთებინა.
ლიდერის თვისებები – ხოშტარია გუნდის უცვლელი კაპიტანია და აღნიშნულ მატჩში მან კაპიტნისთვისა და ლიდერისთვის თავდადებულად და დინჯად ითამაშა.
მინუსი – საჯარიმოების სუსტი რეალიზაცია (10/4).
პერსპექტივა – “თბილავიამშენს” ხოშტარიას, კოტე ტუღუშისა (სუპერლიგის მოქმედი საუკეთესო მოთამაშე) და გიორგი ნიკოლაძის (მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერი) სახით გამორჩეული უკანახაზელთა ტრიო ჰყავს, რომელიც ერთ მატჩში საშუალოდ ჯამურად 45 ქულაზე მეტს აგროვებს.