U-13: ხუბულაშვილის 60 ქულა და ლიდერების დაგეგმილი გამარჯვებები

U-13: ხუბულაშვილის 60 ქულა და ლიდერების დაგეგმილი გამარჯვებები

დღეს, გუშინ და გუშინწინ 13-წლამდელთა ჩემპიონატის 6 მატჩი გაიმართა – საკალათბურთო აკადემიის დარბაზში, სპორტის სასახლესა და რუსთავში.

გათამაშების ლიდერებმა დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს – „აკადემია 1“-მა „დინამო“ 83:39 გაანადგურა, ხოლო „ჰიუნდაიმ“ „აკადემია 2“-ს 72:53 აჯობა.
გამორჩეული მოვლენა მოხდა თბილისის სპორტის სასახლეში, სადაც სუპერლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩის დაწყებამდე 13-წლამდელთა ჩემპიონატის გუნდებმა ითამაშეს. ქვეყნის მთავარ სპორტულ არენაზე პირველად ითამაშა გორის გუნდმა, შესაბამისად, ამ გუნდის წევრებმაც, რომელთაგან გიორგი ხუბულაშვილმა 60 ქულა მოაგროვა. ხუბულაშვილის ზეშედეგიანი თამაშის წყალობით გორელებმა „დინამო“ 95:80 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ შიდაქართლურმა გუნდმა მეოთხე ათწუთეულში 44 ქულა ჩააგდო, საიდანაც უმეტესობა ხუბულაშვილის ანგარიშზე იყო.
3 დღეში 2 მატჩი წააგო „კარდინალები 2“-მა, რომელიც ერთადერთ გუნდად რჩება, მიმდინარე გათამაშებაში მოგება რომ არ მოუპოვებია. ასეთი იყო „მართვეც“, რომელმაც 19 მაისს ჩემპიონატის პირველი გამარჯვება სწორედ „კარდინალი 2“-თან მოიპოვა.

გიორგი ხუბულაშვილმა (მარცხნივ) და ილია ისრაელიანმა ჯამში 95 ქულა მოაგროვეს

19 მაისი. საკალათბურთო აკადემია
აკადემია 1 – დინამო                 83:39
22:7, 19:8, 16:4, 20:10
აკადემია: ს. გეგუჩაძე (18), გ. კვაჭანტირაძე (18), კ. ჟღენტი (14)
დინამო: ი. ისრაელიანი (18), რ. მახათაძე (4)

აკადემია 2 – ჰიუნდაი     53:72
8:21, 14:21, 13:10, 18:18
აკადემია: რ. ანდრონიკაშვილი (26), ლ. მიქელაძე (10)
ჰიუნდაი: ლ. წენგუაშვილი (16), ნ. აბაშიძე (12), ბ. ფეიქრიშვილი (10)

კარდინალები 2 – მართვე          32:63
16:9, 6:20, 6;20, 4:14
კარდინალები: გ. გორგაძე (8), ნ. ნიკოლაიშვილი (6), გ. ბიჭიაშვილი (6)
მართვე: ნ. ნადარეიშვილი (18), შ. გორგოძე (12), ფ. აბასოვი (9)

21 მაისი. თბილისის სპოტის სასახლე
დინამო – გორი               80:95
12:18, 17:19, 32:22, 19:44
დინამო: ი. ისრაელიანი (35), ც. ცარციძე (11), ლ. ლაშქარაძე (11)
გორი: გ. ხუბულაშვილი (60), მ. ჩადუნელი (19), მ. ხორბალაძე (6)

თსსუ – კარდინალები 2   74:46
20:6, 19:14, 24:9, 10:17
თსსუ: ს. მდივანი (34), ნ. კეკელიძე (14), გ. მუზაშვილი (8), დ. ავალიანი (8)
კარდინალები: ნ. ნიკოლაიშვილი (11), გ. გორგაძე (10)

22 მაისი. რუსთავი
რუსთავი – კარდინალები 1       77:43
25:11, 13:8, 19:7, 22:17
რუსთავი: დ. ფუტკარაძე (15), ი. ქოჩიაშვილი (13), ტ. არაბული (10)
კარდინალები: მ. ჭოლაძე (20), ლ. ტალახაძე (8)