U-13: ნახევარფინალურ სერიაში ჰიუნდაი და აკადემია დაწინაურდნენ

U-13: ნახევარფინალურ სერიაში ჰიუნდაი და აკადემია დაწინაურდნენ

ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიამ 13-წლამდელთა ნახევარფინალურ მატჩებს უმასპინძლა, სადაც ფინალური საგზურისთვის ერთმანეთს ჰიუნდაი – გორი და აკადემია – დინამო დაუპირისპირდნენ.

ჰიუნდაისა და გორის  შეხვედრა ჰიუნდაი გამარჯვებით, ანგარიშით 83″66 დასრულდა, ხოლო აკადემიელებმა დინამოს 86:79 სძლიეს. 13-წლამდელთა ნახევარფინალური სერია 2 მოგებამდე გრძელდება. სერიის მორიგი მატჩები 30 ივნისს გაიმართება. გორი ჰიუნდაის 19:00 საათზე უმასპინძლებს, ხოლო დინამო აკადემიას 12 საათზე შეხვდება.

ჰიუნდაი – გორი  83:66 (26-13; 18-16; 20-11; 19-26)
ჰიუნდაი: აბაშიძე – 24ქულა; წენგუაშვილი – 23ქულა.
გორი: ხუბულაშვილი – 39ქულა.

აკადემია – დინამო 86:79 (22-18, 20-20, 12-25, 22-16)
აკადემია: გ. კვაჭანტირაძე – 37 ქულა, კ. ჟღენტი – 17 ქულა
დინამო: ი. ისრაელიანი – 24 ქულა, ც. ცარციძე – 21 ქულა, ს. ჯორბენაძე – 13 ქულა, ბ. თორთლაძე – 12 ქულა