U18: “ჰიუნდაიმ” “ორბს” ბრძოლაში – 90:87 მოუგო

U18: “ჰიუნდაიმ” “ორბს” ბრძოლაში – 90:87 მოუგო

დასრულდა 18-წლამდელთა ჩემპიონატის დღეს დაგეგმილი კიდევ ერთი მატჩი, რომელშიც ფიცხელი ბრძოლა შედგა. “ჰიუნდაისა” და “ორბის” დაპირისპირების ბედი ბოლო წუთებზე გაირკვა. არადა, ჰიუნდაელები დამაჯერებლად იგებდნენ და ბოლო პერიოდის წინ მარაგში 11 ქულა ჰქონდათ.

“ორბის” მოთამაშეებმა ბოლომდე იბრძოლეს და ბოლო წუთებზე მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწიეს. “ჰიუნდაიმ” მოახერხა ლიდერობის ბოლომდე შენარჩუნება და საბოლოოდ 90:87 გაიმარჯვა. გუნდს ზაურ ჯანელიძემ 33 ქულითა და 24 მოხსნით ულიდერა. აკაკი ფიფიამ კი გამარჯვებულებს 24 ქულა მიაშველა. “ორბში” 27 ქულით ნიკა ნიკოლაიშვილი გამოირჩა, ხოლო ნიკა გურგენიძის ანგარიშზე 20 ქულა დაგროვდა. 

იხილეთ აღნიშნული მატჩის სტატისტიკა და ფოტოგალერეა:

ან წუთებში მიმდინაროებს ზაზა 1-ისა და “გორის” მატჩი, რომლის ლაივ-სტატისტიკასაც თვალ-ყური აქ შეგიძლიათ ადევნოთ: http://www.fibalivestats.com/u/GEO/813710/