უგრეხელიძე ბოსნიაში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების წევრი, რუსთავის “აზოტის” ყოფილი მოთამაშე დავით უგრეხელიძე კარიერას ბოსნიაში გააგრძელებს. იგი სულ მალე გააფორმებს ხელშეკრულებას კლუბ “ბორაჩ ნექტართან”. ამის შესახებ ბალკანურმა საინფორმაციო წყაროებმა გაავრცელეს ინფრომაცია. გუნდმა ასევე დაიმატა ამერიკელი ფლეიმეიქერი დონალდ ჯონსონი.უგრეხელიძის ახალი გუნდი 1947 წელს დაარსდა და 2000-ში ბოსნიის ჩემპიონი გახდა.უგრეხელიძე კი 1999-2006 წლებში სლოვენიურ კლუბებში “სლოვანსა” და “პივოვარნაში” თამაშობდა.