უგრინო “გრან კანარიამ” პლეი ოფი წაგებით დაიწყო

უგრინო “გრან კანარიამ” პლეი ოფი წაგებით დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის, ტორინ გრინის გარეშე დაიწყო ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფი „გრან კანარიამ“. მეოთხედფინალურ სერიაში კუნძულელებმა სტუმრად „კახა ლაბორალთან“ დაძაბულ ბრძოლაში – 82:86 წააგეს და სერიაში 0:1 ჩამორჩნენ.
 
ტორინ გრინი 1 აპრილის ბოლოს მოტეხილ ფეხის ცერა თითს მკურნალობს და კანარელებს მიმდინარე პლეი ოფში ვერ ეხმარება. მეოთხედფინალური სერია ორ გამარჯვებამდეა და მომდევნო შეხვედრა 22 მაისს კანარის კუნძულებზე გაიმართება.