უკრაინა იგებს 31:21

უკრაინა იგებს 31:21

საინტერესო და ჩვენთვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა უკრაინა–ბელგიის მატჩის წინ. ამ შეხვედრაში მთელი საქართველო უკრაინას ქომაგობს. და ამ დროს ბელგია თავისი ერთ–ერთი საუკეთესო მეფარის გარეშე გამოვიდა თამაშზე: კრისტოფ ბეგინს ტრავმა აქვს და შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
 

 
ბეგინმა ევრობასკეტზე ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 11 ქულას აგროვებდა და იგი ამ შედეგით საუკეთესოა ბელგიელთა შორის. იგი ბელგიელთა განაცხადში არის, მაგრამ როგორც ამბობენ, ტრავმის გამო არ ითამაშებს. ასევე სანდო წყაროებიდან შევიტყვეთ, რომ ბელგიელთა ერთ–ერთი საუკეთესო უკანახაზელი ტაბუ ებომა მწვრთნელ ედი კასტილსს ეჩხუბა და არც მას უპირებენ მოედანზე გაყვანას.
 
ერთი სიტყვით დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
 
 
 
ახლა მიმდინარეობს თამაშის მეორე მეოთხედი. არც ბეგინი გამოსულა მოედანზე და არც ტაბუ–ებომა. უკრაინა იგებს 31:21 ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე