უკრაინა სერბეთთან მეორე ტაიმში შერცხვა

უკრაინა სერბეთთან მეორე ტაიმში შერცხვა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქე უკრაინამ მორიგი მატჩი გამართა თურქეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე. მას შემდეგ, მაიკ ფრატელოს დამოძღვრილმა სლავებმა პირველ მატჩში მასპინძელ თურქეთს ტოლ–სწორად ეთამაშნენ და მხოლოდ ოვერტაიმში დათმეს, მეორე დღეს სერბეთს შეხვდნენ და უშანსოდ – 57:83 წააგეს.
 
უკრაინელებმა ვერაფერი მოუხერხეს დუშკო სავანოვიჩს, რომელმაც 22 ქულა მოაგროვა, ხოლო ნენად კრსტიჩმა 15 ქულას მოუყარა თავი. ერთადერთი, რაც უკრაინას გამოუვიდა, პირველ ტაიმში თამაში იყო. საწყისი მეოთხედი ფრედ, 21:21 დასრულდა, ხოლო დიდი შესვენებისთვის ფრატელოს შეგირდები ქულით იგებდნენ – 38:37.
 
მეორე ტაიმში სერბებმა ყველაფერში დაჯაბნეს უკრაინელები და მომდევნო მეოთხედები შესაბამისად 22:11 და 23:9 მოუგეს. დღეს, ტურნირის ბოლო დღეს, უკრაინა გერმანიას შეხვდება.
 
უკრაინა 57:83 სერბეთი
21:21 17:16 11:22 9:23
უკრაინა: ბურტი (12), კრავცოვი (8), ფესენკო (7), პეჩიროვი (6)