უკრაინამ თბილისის ტურნირი მოგებით ბელარუსის დამარცხებით გახსნა

უკრაინამ თბილისის ტურნირი მოგებით ბელარუსის დამარცხებით გახსნა

თბილისის საერთაშორისო ოთხთა ტურნირი
ბელარუსი 68:72 უკრაინა
თბილისის საერთაშორისო ტურნირი ბელარუსისა და უკრაინის მატჩით დაიწყო. შეხვედრა საინტერესო იყო იქიდან გამომდინარე, რომ პირველ ტაიმში 22 ქულით დაწინაურებული უკრაინამ ლიდერობა გაანიავა. ის კი არა, ბელარუსი თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე წინაც გავიდა – 65:63, მაგრამ უკრაინელებმა მაინც მოახერხეს გამარჯვება. ბოლო წუთები მათ უკეთესად ჩაატარეს და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს.
მატჩის სტატისტიკა სტატისტიკა მოგვიანებით განთავსდება.