უკრაინამ თურქეთი ანერვიულა, რუსეთმა ლიტვა დაჩაგრა

უკრაინამ თურქეთი ანერვიულა, რუსეთმა ლიტვა დაჩაგრა

თურქეთში დაწყებულ საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე პირველი მატჩები გაიმართა. გერმანიამ 59:58 მოუგო სერბეთს, თუმც ჩვენ მეორე მატჩი უფრო გვაინტერესებს, რომელშიც მასპინძელ თურქეთს ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე უკრაინა დაუპირისპირდა.
 

ჰიდაიეთ თურქოღლუ უკრაინელთა ფარს უტევს
 
უკრაინელებმა ბევრის გასაოცრად ჩინებულად ითამაშეს და ვარსკვლავებით სავსე თურქეთს ტოლ–სწორად ებრძოლნენ. თურქების შემადგენლობაში თამაშობდნენ ნბა–ს ვარსკვლავი ჰიდაიეთ თურქოღლუ, „მილუოკი ბაქსის“ ერთ–ერთი ლიდერი ერსან ელიასოვა, ნბა–ს გასულ დრაფტზე მეორე ნომრად არჩეული ენეს კანტერი და სხვა ცნობილი თურქი მოთამაშეები: ომერ ონანი, ქერემ თუნჩერი, ენდერ არსლანი და სხვანი.
 
სწორედ ასეთ თურქეთთან არ წააგეს უკრაინელებმა ძირითად დროში. შეხვედრა ფრედ დასრულდა და დამატებითი დროც დაინიშნა, სადაც უკვე მასპინძლებმა საბოლოოდ გატეხეს უკრაინელები და 69:65 გაიმარჯვეს. უკრაინის ნაკრებში ქულები ასე განაწილდა:
 
ბურტი (15), პუსტოზვანოვი (6), პეჩიროვი (20), კრავცოვი ((8), ლუკაშოვი (7), კოზლოვი (2), ფესენკო (7). ითამაშეს და უქულოდ დარჩნენ: ზაბირჩენკო, კოლჩენკო, სალტოვეცი, ლისშუკი, აგაფონოვი.
 
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში მყოფმა რუსეთმაც ითამაშა ამხანაგური მატჩი. ანდრეი კირილენკოსა და ტიმოფეი მოზგოვის დახმარებით რუსებმა მოსკოვში ავტობუსით ჩასული ლიტველები დამაჯერებლად – 91:76 დაამარცხეს.
 
რუსეთი: კირილენკო (17ქ, 7მ), მოზგოვი (18ქ, 6მ), ფრიდზონი (14), პონკრაშოვი (12), მონია (8), ანტონოვი (8), ბიკოვი (6), ხვოსტოვი (3), ვორონოვი (3), შაბალკინი (2), შვედი, ვორონცევიჩი, ჟუკანენკო.