უკრაინამ თურქეთში გერმანია დაამარცხა

უკრაინამ თურქეთში გერმანია დაამარცხა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მეტოქე უკრაინამ საარაკო გამარჯვებით დაასრულა თურქეთის ქალაქ იზმირში ჩატარებული ოთხთა ტურნირი. თუქრეთთან დამატებით დროში და სერბეთთან უშანსოდ წაგებული მატჩების შემდეგ უკრაინელები დასკვნით შეხვედრაში გერმანიას შეხვდნენ და სოლიდური სხვაობით – 81:67 დაამარცხეს.
 

 
გერმანელებს ურაინასთან მატჩამდე ორივე შეხვედრა მოიგეს – სერბეთიც დაამარცხეს და მასპინძელი თურქეთიც. უკრაინასთან მატჩს სატურნირე მნიშვნელობა არ ჰქონდა. წაგების შემთხვევაშიც კი გერმანია ტურნირის გამარჯვებული ხდებოდა. მთლიანობაში კი არც ამას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა – ტურნირი ისედაც ამხანაგური, ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი იყო და უკრაინელებს ეს წარმატება ნამდვილად საამაყოდ დარჩებათ.
 
გერმანელთა რიგებში არ უთამაშია არც ნბა–ს წლევანდელი სეზონის ტრიუმფატორ დირკ ნოვიცკის და არც კლიპერსელ კრის კამანს. არადა, ორივემ განაცხადა, რომ ლიტვაში გერმანელებს დაეხმარებიან. სავარაუდოდ, ისინი ჩემპიონატის წინა დღეებში შეუერთდებიან ნაკრებს. მიუხედავად ამისა, გერმანელებს თურქეთში მაინც საკმაოდ სოლიდური შემადგენლობა ჰყავდათ.
 
უკრაინა 81:67 გერმანია
23:14, 23:20, 21:14, 14:19
უკრაინა: კრავცოვი (18ქ, 8მ), პეჩიროვი (16ქ, 9მ), ბურტი (12), ლუკაშოვი (10), პუსტოზვონოვო (9), ზაბირჩენკო (6), კოზლოვი (6), ფესენკო (2), სალტოვეცი (2), ლიპოვი
გერმანია: ჰერბერი (1), შულცე, შაფარციკი (10), ოლბრეხტი (7), შვეტეიმი (5), პლეისი (16), გუნტერი (2), იაგლა (16), ვისოცკი (1), ზვიენერი (3), მაკნატონი (6), სტაიგერი