უკრიანამ ბელარუსი ქულით დაამარცხა და თურქულ ოთხთა ტურნირზე გაემგზავრა

უკრიანამ ბელარუსი ქულით დაამარცხა და თურქულ ოთხთა ტურნირზე გაემგზავრა

დღეს, 11 აგვისტოს საქართველოს ნაკრების ევროსაჩემპიონატო მეტოქე უკრაინა მორიგ მოსამზადებელ ტურნირში ჩაებმება. ცნობილი ამერიკელი მწვრთნელის, მაიკ ფრატელოს შეგირდები თურქეთის წარმომადგენლობით ამხანაგურ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას, რომელშიც უკრაინელთა გარდა გერმანიის, სერბეთის და ცხადია, მასპინძელი თურქეთის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.
 
ამას წინათ უკრაინამ საკუთარ დედაქალაქში უმასპინძლა ოთხთა ტურნირს და მიუხედავად იმისა, რომ მასში ევროპის ჩემპიონატის მონაწილე არც ერთი გუნდი არ ასპარეზობდა, მაინც ვერ გაიმარჯვა. უკრაინამ ბელარუსთან წააგო, ესტონეთს გაჭირვებით მოუგო, ხოლო უცნობი იორდანიის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა. მას შემდეგ ბულგარეთმა კიდევ ერთი საკონტროლო მატჩი გამართა იმავე ბელარუსთან, რომელსაც რევანში გაჭირვებით აუღო – ერთი ქულის სხვაობით,  72:71 დაამარცხა.
 
უკრაინის ნაკრებში თავი გამოიჩინა ნატურალიზებულმა ამერიკელმა გამთამაშებელმა სტივენ ბურტმა, რომელმაც 23 ქულა და 3 პასი მიითვალა. დენის ლუკაშოვს 8 ქულა ჰქონდა, მაქსიმ პუსტოზვონოვს – 7, ოლეგ სალტოვეცს – 7, ვიაჩესლავ კრავცოვს – 6, კირილ ფესენკოს, დმიტრი ზაბირჩენკოსა და ოლეგ კოლჩენკოს – 5.
 
უკრაინის ნაკრები თურქულ ტურნირზე ამ განრიგით ითამაშებს:
11 აგვისტო
თურქეთი – უკრაინა         20:30
12 აგვისტო
სერბეთი – უკრიანა           18:00
13 აგვისტო
უკრაინა – გერმანია           18:00