უნგრეთის ქალაქი შოლნოკში 3×3 კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირმა გუშინ აიღო სათავე მასში საქართველოსთან ერთად 11 ქვეყნის ნაკრები – ავსტრია, დანია, ესტონეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, შვედეთი და უკრაინა ასპარეზობენ.
საქართველოს 3×3 17 წლამდე ნაკრები უნგრეთში 4 კალათბურთელით არის წარმოდგენილი: ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილი, ლუკა კოკოჩაშვილი, საბა ნარიმანიძე და საბა სალაძე.
ჩვენმა გუნდმა პირველი თამაში გუშინ, ესტონეთის წინააღმდეგ გამართა და სამწუხაროდ 21-18 დამარცხდა. მომდევნო შეხვედრას კი ქართველები შვედების წინააღმდეგ დღეს, თბილისის დროით 16:25 წუთზე გამართავენ.
გულშემატკივრებს პირდაპირი რეპორტაჟის ყურება FIBA 3×3 კალათბურთის ოფიციალურ youtube გვერდზე შეუძლიათ: https://www.youtube.com/watch?v=sizxUVYY8zg
შეგახსენებთ რომ ევროპის თასის 12 მონაწილე 4 ჯგუფშია განაწილებული. საქართველო B ჯგუფში მოხვდა ესტონეთისა და შვედეთის ნაკრებებთან ერთად. მომდევნო ეტაპზე თითო ჯგუფის 2-2 საუკეთესო გადის.