უფაჩულიო “ატლანტამ” “ნიუ იორკთან” წააგო

უფაჩულიო “ატლანტამ” “ნიუ იორკთან” წააგო

ზაზა ფაჩულიამ მეხუთე მატჩი გამოტოვა. მართლდება ვარაუდი, რომ ქართველი ცენტრი რეგულარულ სეზონში აღარ ითამაშებს. ატლანტელებს პლეი ოფის დაწყებამდე, რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ 2 მატჩის გამართვაღა დარჩათ.
 
დღეს, გამთენიისას ატლანტელებმა „ნიუ იორკთნ“, დაძაბულ ბრძოლაში, ქულით წააგეს – 112:113. ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილისთვის იბრძვის, რომელსაც „ორლანდო“ ეცილება. ატლანტელებს 38 მოგება და 26 მარცხი აქვთ, ორლანდოელებს 36 მოგება და 38 მარცხი. „ჰოუქსი“ ბოლო ორ მატჩს შინ 25 და 27 აპრილს, შესაბამისად „კლიპერსთან“ და „დალასთან“ ჩაატრებს.