უსტიაშვილის გუნდმა პორტუგალიასთან 3 ქულა დათმო

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. 16 ივლისი
პორტუგალია 78:73 საქართველო
უიღბლო გამოდგა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სადებიუტო მატჩი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე. დავით უსტიაშვილის გუნდი ჯგუფში პირველ მეტოქე პორტუგალიას შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 22 ქულას აგებდა, ჩამორჩენის 3 ქულამდე შემცირება მოახერხა და საბოლოოდ სწორედ ასეთი სხვაობით – 75:78 დამარცხდა.
მატჩის დასაწყისში ტატო ჩაჩიბაიას მიერ ჩაგდებული სამქულიანის წყალობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 5:4 დაწინაურდა და როგორც აღმოჩნდა, ეს თამაშის განმავლობაში პირველად და უკანასკნელად მოხდა.
მეტოქე შეტევაში ძალიან აქტიური იყო, რისი წყალობითაც პირველი ტაიმი 55:33 მოიგო.
უსტიაშვილის ნაკრებს სრული მობილიზების გარდა არაფერი დარჩენოდა და შესვენების შემდეგ მდგომარეობის გამოსწორება მოახერხა.
მესამე მეოთხედში პორტუგალიელებმა მხოლოდ 5 ქულის ჩაგდება მოახერხეს და სხვაობა 8 ქულამდე დავიდა, მატჩის მიწურულს კი ქართველები მეტოქეს 3 ქულამდე მიუახლოვდნენ, თუმცა, ამაზე მეტი ვეღარ შეძლეს.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ესპანური “პამესას” წევრი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 36 წუთში 24 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.
მიუხედავად პირველი ტაიმის ჩაგდებისა, საქართველოს ნაკრები მოგებას ხელიდან არ გაუშვებდა, საჯარიმოს ხაზიდან ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოევლინა. ქართველებმა 29 ცდიდან მხოლოდ 12 (41.3%) საჯარიმო ჩააგდეს.
18 ივლისს უსტიაშვილის გუნდი ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, რომელიც პირველ ტურში შვედეთთან განადგურდა. A ჯგუფში ხსენებული ოთხეულის გარდა სლოვაკეთის ნაკრებიცაა, რომელიც პირველ მატჩს 17 ივლისს  შვედეთთან გამართავენ.
ჯგუფიდან კი 2 საუკეთესო გავა, რომლებიც პლეი ოფში გააგრძელებენ თამაშს.
 

 

ლევან და თორნიკე შენგელიებმა პორტუგალიელებს ჯამში 26 ქულა ჩაუგდეს