ვახტანგ ნაცვლიშვილის 17 ქულა და 8 მოხსნა

საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში შესანიშნავად ითამაშა საქართველოს ნაკრების კაპიტანმ ვახტანგ ნაცვლიშვილმა, რომელმაც “ლე ავრთან” გასვლით შეხვედრაში 25 წუთში თავის გუნდს, “დიჟონს” 17 ქულა და 8 მოხსნა შესძინა. მან თამაშიდან 12-დან 8 ტყორცნა გამოიყენა და თავის გუნდში ყველაზე შედეგიანიც იყო.20 ტურის მერე “დიჟონს” 10 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზე იმყოფება.
ლე ავრი – დიჟონი 80:90 (19:27, 15:19, 24:17, 22:27)