ვაშინგტონში მოგებულ მატჩში ბითაძემ 12 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა

ვაშინგტონში მოგებულ მატჩში ბითაძემ 12 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა

NBA-ის მიმდინარე სეზონში მეთვრამეტე მატჩი მოიგო გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“. ფლორიდელებმა სტუმრად „ვაშინგტონ ვიზარდსი“ 127:119 დაამარცხეს.

ასეთ ქულაუხვ შეხვედრაში ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს სათამაშოდ 12 წუთი ერგო, რაც მაქსიმალურად შედეგიანად გამოიყენა:5/4 ორქულიანი, 2/2 საჯარიმო, 10 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 1 დაფარება.

28 ქულით ორლანდოს ბომბარდირი გერმანელი მორიც ვაგნერი გახდა. ვაშინგტონელმა ჯორდან პულმა 30 ქულა ჩააგდო.

ახლა მოდი, ვნახოთ რა ქნა ვენდელ კარტერმა, ტრავმის მოშუშების შემდეგ სასტარტო ხუთეულში დაბრუნებულმა ორლანდოს ცენტრმა. ვენდელმა 21 წუთი ითამაშა და თავი 6 ქულას, 4 მოხსნას, 2 პასს და 1 დაფარებას მოუყარა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ანუ ქართველი ცენტრი გაცილებით სარგებლიანი იყო მოედანზე ყოფნის ბევრად მცირე პერიოდში.

„ორლანდო“ მომდევნო მატჩს 28 დეკემბერს „ფილადელფიას“ წინააღმდეგ გამართავს.