ვატო ნაცვლიშვილი კარიერის დასრულებას ჩემპიონობით აპირებს

ვატო ნაცვლიშვილი კარიერის დასრულებას ჩემპიონობით აპირებს

სუპერლიგის გათამაშებაში ერთ–ერთი ყველაზე გამოცდილი და ტიტულიანი მოთამაშე ვახტანგ ნაცვლიშვილია. „ვატო“ თავის საკალათბურთო ცოდნას „ავიამშენს“ ახმარს და როგორც ამბობს, კარიერის დასრულება ჩემპიონობით უნდა

– რა ასაკში დაინტერესდით კალათბურთით?– 6 წლის ასაკში. ჩემი პირველი გუნდი ,,მართვე’’ იყო, შემდეგ ,,კაქტუსი’’, ,,ვითა’’, ბათუმის ,,ბასკო’’ და ბოლოს ,,ავიამშენი’’– საზღვარგარეთის რომელ ქვეყნებში გითამაშიათ?– ბულგარეთში, თურქეთში, ესპანეთში, ისრაელში, პორტუგალიაში და საფრანგეთში.– რა განსხვავებაა ქართულ და უცხოურ გუნდებს შორის?– დიდი განსხვავებაა. პირველ რიგში პროფესიონალიზმი,მატერიალური მხარე, მწვრთნელები, თვითონ მოთამაშეები…– სუპერლიგის წლევანდელ გათამაშებაში 9 გუნდი მონაწილეობს. 7 თბილისური და ორიც რეგიონული: რუსთავიდან და ბათუმიდან. თქვენი აზრით, რატომ სჭარბობენ დედაქალაქური გუნდები?– საქართველო პატარა ქვეყანაა, 9 გუნდი სავსებით საკმარისია, სამწუხაროა ქუთაისს რომ არ ჰყავს გუნდი. 90–იან წლებში ჰყავდათ გუნდი, მაგრამ არ იყო წარმომადგენლობითი. მისასალმებელია სუპერლიგაში ბათუმური გუნდის ტამაში, მაგრამ ცუდია, რომ იმ „ბასკოს“ საკალათბურთო ინფრასტრუქტურა, რომელიც ყველაზე გამართული იყო საქართველოში, დაიშალა. ბაზა რომელიც ჰქონდათ. ახლახანს აღდგა ბათუმური კლუბი, თუმცა წინამორბედ „ბასკოსთან“ შედარებით არაპროფესიონალიზმს აქვს ადგილი.  – სუპერლიგის წლევანდელი სეზონით თუ ხართ კმაყოფილი და ვის თვლით ძლიერ მეტოქედ?– დონე დაცემულია და მისი ამაღლება ნელ–ნელა მიმდინარეობს. სუპერლიგის პოპულარიზაცია საერთო საქმეს ხელს უწყობს. კმაყოფილი ვარო, რომ გითხრათ, არ ვიქნები– თქვენ ახსენეთ სიტყვა ,,პოპულარიზაცია’’. რადენად დიდი მნიშვნელობა აქვს მოთამაშისათვის დარბაში მყოფ მაყურებლს?– მოთამაშეზე ძალიან მოქმედებს სავსე დარბაზი, იზრდება პასუხისმგებლობა და მოტივაცია. ცარიელ დარბაზში თამაში არავის უხარია.– კმაყოფილი ხართ თქვენი გუნდით? სხვა გუნდში ან საზგვარგარეთ წასვლაზე არ ფიქრობთ?– ნამდვილად არ ვფიქრობ. ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება ალბათ. ყოველთვის მინდოდა თბილიში დამემთავრებინა კარიერა. დიდი მადლობა ლევან მოსეშვილს, რომ მომცა ამის საშუალება. თავს ვერ ვგრძნობ იმ კონდიციაში, რომ საზღვარგარეთის რომელიმე ლიგაში ვითამაშო.– კალათბურთელის ცხოვრება მუდმივ ვარჯიშთან და დატვირთულ დღის რეჟიმთანაა დაკავშირებული. რამდენად რთულია ოჯახის და კალათბურთელობი ერთმანეთთან შეთავსება?– არანაირად არ არის რთული. 24 საათის განმავლობაში 4 საათი ვვარჯიშობთ. პირიქით საჭიროცაა, რადგან როცა ოჯახი არ მყავდა ბევრჯერ ვარღვევდი სპორტულ რეჟიმს. სპორტსმენისათვის ოჯახი ისევე საჟიროა, როგორც ვარჯიში.– თქვენი ცოლისძმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, საზღვარგარეთ თამაშობს, კმაყოფილია გუნდით?– მართალია ნბა–ში არ არის, მაგრამ კმაყოფილია. კარგი სეზონი აქვს. „ბარსელონასთან“ მატჩში თავი გამოიჩინა. შარშან იტალიაში თამაშობდა, თუმც ესპანეთის ლიგა გაცილებით ძლიერია.– ქართული კალათბურთის გაძლიერებას რა მიზეზები აფერხებენ?– რომელ ახალგაზრდა მოთამაშეს აქვთ გავლილი ისეთი საკალათბურთო მომზადება, როგორიც ჩვენ გავიარეთ საბჭოთა კავშირის დროს?! პრობლემა ბავშვებშია, სწორი მეთოდიკა თუ არ იქნა შემუშავებული, რამდენიმე წელში კატასტროფული მდგონარეობა გვექნება. ჯერ რეზერვში გვაქვს რამდენიმე წელი, აი, შემდეგ რა იქნება, უკვე ძნელი სათქმელია.– თქვენი აზრით, რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშმა ვარჯიში და როდის უნდა დაასრულოს მოთამაშემ კარიერა?– ეს დოგმა არ არის, 6 წლიდან დაიწყებს თუ 14–დან. მთავარია კალათბურთს სწორად ეზიაროს. ეს მისია მწვრთნელებს ეკისრებათ. 80–იანი წლების შემდეგ კალათბურთმა ევოლუცია განიცადა, მწვრთნელები მსოფლიო კალათბურთის ნაბიჯებს უნდა აჰყვნენ. მოთამაშემ თავი უნდა დაანებოს კალათბურთს, როცა ამის საჭიროებას იგრძნობს. მაგალითად მე თავს დავანებებ, როცა ჩემი თამაში სიამოვნებას აღარ მომანიჭებს.– სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ კალათბურთში თუ დარჩებით – მწვრთნელობას ხომ არ აპირებთ?– ჯერჯერობით, ამაზე არ მიფიქრია. ამ ეტაპზე ჩემპიონატი გვაქვს მოსაგები.– რას ურჩევდით ქართველ კალათბურთელებს და მწვრთნელებს?– აკეთონ ის რაც მოსწონთ, მაგრამ თუ კალათბურთით სიამოვნებას ვეღარ მიიღებენ, აღარ ითამაშონ. მწვრთნელებს ვურჩევდი, არ ჩამორჩენილიყვნენ იმ განვითარებას, რაც ქართული კალათბურთის დონის ამაღლების წინაპირობაა.                                                                                                                       სალომე კლდიაშვილი