ვერამ რეგულარული ჩემპიონატი სუპერლიგიდან გავარდნილი მგზავრების დამარცხებით დაასრულა

ვერამ რეგულარული ჩემპიონატი სუპერლიგიდან გავარდნილი მგზავრების დამარცხებით დაასრულა

თსუ-ის შემდეგ კიდევ ორმა გუნდმა დაასრულა სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი. ბოლო ტურის მატჩში ერთმანეთს “მგზავრები” და “ვერა” შეხვდნენ. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდი ამ მატჩს უმოტივაციოდ და ლეგიონერების გარეშე შეხვდა. 2 ტურის წინ გაირკვა, რომ მგზავრები სუპერლიგაში ადგილს ვერ შეინარჩუნებდნენ, რის შემდეგაც გუნდი ლეგიონერებმა დატოვეს და დარჩენილ მატჩებში ისედაც ბოლო ადგილზე მყოფი გუნდი სულ მთლად განწირული იყო.

“ვერასაც” აკლდა ძირითადი შემადგენლობის 3 მოთამაშე – 2 ამერიკელი და ლუკა მაზიაშვილი, თუმცა უიმედოდ დარჩენილი მგზავრების დამარცხება მაინც არ გასჭირვებია. დავით გასიტაშვილის გუნდმა 109:83 (სტატისტიკა) იმარჯვა და სუპერლიგის რეგულარულში მე-4 ადგილზე გადავიდა. თუმცა მეტოქეებს – “ოლიმპს” და “კაკტუსს” თამაშები დარჩენილი აქვთ და მათი ჩატარების შემდეგ გაირკვევა, ვინ რომელ ადგილს დაიკავებს. რაც შეეხება მგზავრებს, ეს მისი ბოლო მატჩი იყო სუპერლიგაში. მომავალ სეზონში გუნდი “ა” ლიგაში იასპარეზებს.

რაც შეეხება ზემოთნახსენებ შეხვედრას, ვერელებს 33 ქულით დანიელ უესთბრუქმა ულიდერა. 22 ქულა აარონ პარკსმა, ხოლო 18 ქულა და 10 მოხსნა ნოდარ თენიეშვილმა მიითვალეს. მგზავრებში 15 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო სოსო გოგნაძე. 15 ქულა დააგროვა ახალგაზრდა გიორგი ბიგანაშვილმა.

ბოლო ტურის მომდევნო მატჩში “ოლიმპი” “ბათუმს” დაუპირისპირდება. შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება.