“ვერამ” “ზაზას აკადემიას” სძლია და “ა” ლიგას მიუახლოვდა

“ვერამ” “ზაზას აკადემიას” სძლია და “ა” ლიგას მიუახლოვდა

დღეს, ოლიმპიურ სასახლეში “ა” ლიგის საკვალიფიკაცი ტურნირის 1 მატჩი გაიმართა. დაძაბულ ბრძოლაში “ვერამ” ზაზა ფაჩულიას აკადემიას 97:89 სძლია და პირველი წრე დაუმარცხებლად – 3-დან 3 მოგებით დახურა. შესაბამისად, თემურ კანკიას გაწვრთნილი გუნდი “ა” ლიგაში გადასვლის უმთავრეს კანდიდატად იქცა. 

დღევანდელი მატჩი საკმაოდ სწრაფი, სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. პირველი პერიოდის შემდეგ “ვერა” 50:40 იგებდა, თუმცა მესამე პერიოდმა “ზაზას აკადემიის” სრული დომინაციით ჩაიარა, ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა ათწუთეული 27:13 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ 67:63 გალიდერდა. აღსანიშნავია “ზაზას” ამერიკელი ლეგიონერის, რაშიმ რაიტის ჩუბინობა, რომელმაც მესამე მეოთხედში ზედიზედ 4 სამქულიანი ჩააგო.

ბოლო პერიოდში “ვერას” ამერიკელმა გამთამაშებელმა, ბრენდონ სლეიმ ზედიზედ 3 შეტევაში სამქულიანები ჩააგდო და “ზაზას აკადემიას” წარმატების იმედი გადაუწურა. აღსანიშნავია ასევე ვერელების გუნდური თამაში გადამწყვეტ წუთებში, რითაც კანკიას გუნდმა გადამწყვეტ მომენტში გასამარჯვებლად სკმარისი უპირატესობა მიიღო. 

ვერელებს 34 ქულით ბრენდონ სლაიმ ულიდერა. 18 ქულა და 9 მოხსნა ბრაიან სკოტის ანგარიშზეა. ივან საიჩიჩმა გამარჯვებულებს 15 ქულა და 8 მოხსნა მიაშველა. “ზაზას აკადემია” 

ვერა – ზაზას აკადემია
სტატისტიკა: 97:89