ვესელინ მატიჩი ქართველ მწვრთნელებს კვირას “დინამოს” ბაზაზე სემინარს ჩაუტარებს

ვესელინ მატიჩი ქართველ მწვრთნელებს კვირას “დინამოს” ბაზაზე სემინარს ჩაუტარებს

 
საქართველოში მწვრთნელებისთვის სემინარების ჩასატარებლად ჩამოსული ცნობილი სერბი სპეციალისტი ვესელინ მატიჩი კვირას „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე სამნაწილიან სესიას ჩაატარებს, რომელიც დილის 10 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
კალათბურთის ფედერაცია ოფიციალურად იწვევს ყველა ასაკობრივი გუნდის მწვრთნელს მატიჩის სემინარზე დასასწრებად. ეს ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც თავად მწვრთნელებისთვის, ისე კალათბურთის ფედერაციისთვის და ამის შესაბამისად მოწვეულ მწვრთნელთა სემინარებზე დასწრება აღირიცხება.

 
ვესელინ მატიჩის სემინარის განრიგი:
 
10:45                         მონაწილეთა გამოცხადება
11:00–12:30               სემინარის პირველი სესია
12:30–12:45               შესვენება
12:45–14:15               მე–2 სესია
14:15–14:30               შესვენება
14:30–15:00               მე–3 სესია

ვესელინ მატიჩი