ვილი ისიანის 127-ქულიანი რეკორდი

გრძელდება საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატი, რომლის მორიგი შეხვედრები დღეს საკალათბურთო აკადემიასა და 53-ე სკოლაში გაიმართა. დღის უკანასკნელ შეხვედრაში რეკორდი დაფიქსირდა –

ვილი ისიანმა 127 ქულა ჩააგდო.  ისიანის „შსს-აკადემიამ“ 165:39 დაამარცხა მართვე-1.  15 წლის კალათბურთელმა 70-დან 55 ორქულიანი, 15-დან 14 საჯარიმო და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, რამაც, როგორც თავში უკვე ვთქვით, 127 ქულა შეადგინა.
 ეს გახლავთ საქართველოს ჩემპიონატების აბსოლუტური რეკორდი. აქამდე საუკეთესო შედეგი გიორგი შერმადინს ეკუთვნოდა, რომელმაც 4 წლის წინ 20-წლამდელთა ჩემპიონატში 89 ქულა ჩააგდო.
ისიანის საუკეთესო შედეგი 75 ქულა იყო, რომელიც მან მიმდინარე ჩემპიონატში მოაგროვა.  ისიანი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წევრია. მას საქართველოს სუპერლიგაშიც აქვს ნათამაშები, როცა გიორგოს კეცელიდისმა ის „შსს-აკადემიის”’ ძირითად გუნდში, ძირითად შემადგენლობაში დააყენა.
გამოსარჩევია ისიანის თანაგუნდელის, ლევან გოგალაძის 40 შედეგიანი გადაცემა, ურომლისოდაც ისიანი რეკორდს ვერ დაამყარებდა. გოგალაძე ისიანის თანაგუნდელია 16-წლამდელთა ნაკრებშიც და ცხადია, ერთმანეთთან შეთამაშებაც არ აკლიათ. გოგალაძის 40 პასი თავისთავად რეკორდია საქართველოს ყველა ასაკობრივი ჩემპიონატისა.

შსს აკადემია – მართვე 1  165:39
შსს აკადემია:  ვილი ისიანი – 127ქულა, 27მოხსნა; ლევან გოგოლაძე – 10ქულა,8მოხსნა,40პასი; ვასილ მჭედლიშვილი – 11ქულა.
მართვე:  ნიკა ჭიჭვეიშვილი – 18ქულა; გიორგი ჯგუშია – 11ქულა, 8მოხსნა.