ვილი ისიანის აბსოლუტური რეკორდი – 127 ქულა!

ვილი ისიანის აბსოლუტური რეკორდი – 127 ქულა!

ვილი ისიანმა 127 ქულა ჩააგდო. ეს მოხდა 16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში, რომელშიც ისიანის „შსს-აკადემიამ“ 165:39 დაამარცხა მართვე-1. 15 წლის ისიანმა მეტოქეს 70-დან 55 ორქულიანი, 15-დან 14 საჯარიმო და 3-დან 1 სამქულიანი ჩაუგდო, რამაც, როგორც თავში უკვე ვთქვით, 127 ქულა შეადგინა.
 ეს გახლავთ საქართველოს ჩემპიონატების აბსოლუტური რეკორდი. აქამდე საუკეთესო შედეგი გიორგი შერმადინს ეკუთვნოდა, რომელმაც 6 წლის წინ 18-წლამდელთა ჩემპიონატში 89 ქულა ჩააგდო.
ისიანის საუკეთესო შედეგი 75 ქულა იყო, რომელიც მან მიმდინარე ჩემპიონატში, “კაკტუსთან” მატჩში მოაგროვა.  ისიანი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წევრია. მას საქართველოს სუპერლიგაშიც აქვს ნათამაშები, როცა გიორგოს კეცელიდისმა ის „შსს-აკადემიის”’ ძირითად გუნდში, ძირითად შემადგენლობაში დააყენა.
გამოსარჩევია ისიანის თანაგუნდელის, ლევან გოგალაძის 40 შედეგიანი გადაცემა, ურომლისოდაც ისიანი რეკორდს ვერ დაამყარებდა. გოგალაძე ისიანის თანაგუნდელია 16-წლამდელთა ნაკრებშიც და ცხადია, ერთმანეთთან შეთამაშებაც არ აკლიათ. გოგალაძის 40 პასი თავისთავად რეკორდია საქართველოს ყველა ასაკობრივი ჩემპიონატისა.
 
რეკორდული მატჩის სრული სტატისტიკა: http://u-16.ge/results.php?gameid=677