გუშინ, ვილნიუსში, ევრობასკეტ 2011–ის ოფიციალური ჰიმნისა და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდებისთვის გადასაცემი მედლების ოფიციალური პრეზენტაცია მოეწყო. ადგილობრივმა საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელებმა საზოგადოებას ევროპის ჩემპიონატის ერთ–ერთი მთავარი ატრიბუტები წარუდგინეს. აღსანიშნავია, რომ ძველი კონტინენტის პირველობას პირველად ექნება საკუთარი ჰიმნი.
„ჩვენ გვინდა, რომ ევროპას ვანათოთ, თუ როგორ უყვართ და როგორ ზრუნავენ ლიტვაში კალათბურთზე“ – განაცხადა ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა მინდაუგას სპოკასმა.
მედლები დაამზადა ლიტველმა სკულპტორმა ნერიუს ტრეინისმა თავისი ფირმა „ალპერას“ თანამშრომლებთან ერთად. მედალზე გამოსახულია კალათში ჩავარდნილი გამარჯვების ბურთი. „ყველა კალათბურთელმა და ქომაგმა იცის გადამწყვეტი ბურთის გემო. ესაა ყველაზე ტკბილი მომენტი და სწორედ ესაა ასახული ევროპის ჩემპიონატის მედლებზე“ – განაცხადა ტრეინისმა.
მედლის ნაწილი დამზადებულია ქარვისგან და წინა მხარე ლიტვის ფერებშია გადაწყვეტილი. მის მფლობელს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, თუ სად მოიგო ეს მედალი. ხოლო უკანა მხარეს გამოსახულია ევრობასკეტ 2011–ის ოფიციალური ლოგო და ამოტვიფრულია მასპინძელი ქალაქები – შაულიაი, ვილნიუსი, კაუნასი, კლაიპედა, პანევეჟისი და ალიტუსი.
ლიტველი ფანების გამოკითხვის შედეგად ევრობასკეტის ოფიციალურ ჰიმნად შეირჩა სამი შემსრულებლის – მარიონას მიკუტავიჩუსის, ვილია პილიბაიტიტესა და მანტასის სიმღერა: „იზეიმე კალათბურთი“. „სიმღერა ეძღვნება ევროპული კალათბურთის ფანებს განურჩევლად ეროვნებისა, რელიიგიისა და ფინანსური შესაძლებლობისა“ – აღნიშნა მიკუტავიჩუსმა.
ევრობასკეტ 2011–ის ოფიციალური ჰიმნის ვიდეო: http://www.fibatv.com/page/fibaeuropeVideo/0,,12805~1774575,00.html?tabb=features&pnumber=1