ვიქტორ სანიკიძე ბოლონიელებს ლიდერად მოევლინა

ვიქტორ სანიკიძე ბოლონიელებს ლიდერად მოევლინა

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში დიდებულად ითამაშა ვიქტორ სანიკიძემ. საქართველოს ნაკრების მოთამაშემ ორმაგი დუბლი შეასრულა და მთელს ტურში მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთმა კალათბურთელმა – „პეპსი კასერტას“ მოთამაშე ანდრე კოლინსმა მოაგროვა. შესაბამისად, იგი იმ კონკრეტული მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო და რომელშიც სანიკიძის „კანადიან სოლარმა“ „ვარეზე“ 74:63 დაამარცხა.
 
სანიკიძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 32 წუთში 14 ქულა, 12 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. ვიქტორმა 6 ცდიდან 3 ორქულიანი ჩააგდო, ორივე სამქულიანი ააცილა და 10 საჯარიმო სროლიდან 8 გამოიყენა. სანიკიძე ძალიან აქტიური იყო მეტოქის სამწამიან ზონაში და შესაბამისად მასზე ბევრჯერაც დაჯარიმდნენ. ქართველმა ფორვარდმა არ აპატია უხეშად მოთამაშე მეტოქეებს და გამორჩეული შედეგიანობით საკუთარი გუნდის გამარჯვებას ხელი შეუწყო.
 
აღნიშნული წარმატების შემდეგ სანიკიძის გუნდს 3 მოგება და აქმდენივე მარცხი მოუგროვდა. „კანადიან სოლარი“ ცხრილში მე-11 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 20 ნოემბერს სტუმრად „მონტეგრანაროსთან“ გამართავს.
 

 
ორმაგ დუბლამდე ერთადერთი ქულა დააკლდა გიორგი შერმადინსაც, ვისმა „კანტუმაც“ შინ „აველინო“ 35 ქულის სხვაობით გაანადგურა – 90:55. შერმადინთან ერთად ჩინებულად ითამაშა მისმა თანაგუნდელმა მანჩარ მარკოიშვილმა, რომელიც კანტუელთა ხუთეულში იყო. „მანუმ“ მოედანზე გატარებულ 24 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.
 
რაც შეეხება შერმადინს, „კანტუს“ მეორე ქართველმაც 24 წუთი ითამაშა და 11 ქულას 9 მოხსნა, 2 დაფარება და 2 ჩაჭრა მიამატა. შერმადინმა 8 ცდიდან 3 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი სამივე სტყორცნა ზუსტად გამოიყენა.
 
„კანტუს“ 6 თამაშიდან 4 მოგება აქვს და ეს გუნდი სერია A-ს ცხრილში მესამე ადგილზე იყმყოფება. მომდევნო ტურში, 20 ნოემბერს, კანტუელები „კასერტას“ უმასპინძლებენ.
 
 
მარკოიშვილი ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ