ვიქტორ სანიკიძე ბოლონიელებს ტიტულის მოგებაში დაეხმარა

ვიქტორ სანიკიძე ბოლონიელებს ტიტულის მოგებაში დაეხმარა

მოახლოვდა სეზონი და ისევე როგორც მთელს ევროპაში, იტალიის ყოველ მხარეში სხვადასხვა ამხანაგური ტურნირები იმართება. გასულ უქმეებზე მანუჩარ მარკოიშვილის “კანტუმ” ლომბარდიის თასი მოიგო, ვიქტორ სანიკიძის “ვირტუსი” კი “ნატურჰაუსად” წოდებულ თასს დაეპატრონა.
შეჯიბრი ნახევარფინალიდან დაიწყო. “რომა” “ბიელას” შეხვდა, “ვირტუსი” კი – “ტერამოს”. “ბიელამ” რომაელები 79:75 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სანიკიძის გუნდმა კი “ტერამოს” დაძაბულ ბრძოლაში 72:71 მოუგო. ქართველმა ფორვარდმა 8 ქულა დააგროვა.
ფინალში ბოლონიელებმა უფრო დამაჯერებლად ითამაშეს და 79:76 მოიგეს, რასთან ერთადაც სეზონის პირველი ტიტული – “ნატურჰაუსის” თასი დაისაკუთრეს. ფინალურ მატჩში სანიკიძე ერთ-ერთი საუკეთესო. მას ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. სანიკიძემ შეხვედრა 11 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა.