ვიქტორ სანიკიძე მემორიალის ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა

ვიქტორ სანიკიძე მემორიალის ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა

ვიქტორ სანიკიძის მორიგი შედეგიანობა იტალიის მოქმედ ჩემპიონსა და თასის მფლობელ „სიენაში“. იტალიურ გრანდში გადასვლის შემდეგ ქართველმა ფორვარდმა მესამე და ყველაზე შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა. სიენელებმა “ბელაველიას” მემორიალი მოიგეს და სატიტულო მატჩში „პესაროს“ 87:69 სძლიეს, სანიკიძე კი მარგი ქმედების კოეფიციენტით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
 
ქართველმა კალათბურთელმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 26 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. სანიკიძემ 4-დან ოთხივე ორქულიანი ზუსტად ესროლა, ხოლო 1 სამიანი ააცილა. ვიქტორმა 3-დან 2 საჯარიმოც გამოიყენა და თავი 10 ქულას მოუყარა. სანიკიძეზე 2-ჯერ მეტი, 20 ქულა მოაგროვა სიენელმა მარიო კაშუნმა, თუმცა მას სხვა მაჩვენებლები ჰქონდა შედარებით მწირი და საბოლოოდ მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 ერთეული შეადგინა. სანიკიძეს კი ეს მაჩვენებელი მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მაღალი – 24 ერთეული ჰქონდა და დამსახურებულად გახდა სატიტულო მატჩის უძვირფასესი (MVP) მოთამაშე.
 
„სიენას“ მომდევნო მატჩი უკვე ოფიციალური იქნება. 22 სექტემბერს სანიკიძის გუნდი მანუჩარ მარკოიშვილისას დაუპირისპირდება. „სიენა“ და „კანტუ“ იტალიის სუპერთასს გაითამაშებენ.