ვიქტორ სანიკიძე ნაკრებს ჰოლანდიასთან ვერ დაეხმარება

ვიქტორ სანიკიძე ნაკრებს ჰოლანდიასთან ვერ დაეხმარება

არასასიამოვნო ინფორმაცია ეროვნული ნაკრებიდან. ჰოლანდიის ნაკრებთან დღევანდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს გუნდის ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე, ვიქტორ სანიკიძე. მისი უთამაშებლობის მიზეზი ტრავმაა, რომელიც სანიკიძემ 3 დღის წინ, ლატვიასთან მატჩის ერთ–ერთ ეპიზოდში, მეტოქეზე დაფარების დროს მიიღო. ვიქტორს მარჯვენა მხარი აწუხებს და ტკივილების გამო ჰოლანდიელებთან მატჩში მოედანზე ვერ გავა. 

– სამწუხაროა, რომ სანიკიძე ჰოლანდიასთან ვერ დაგვეხმარება. მას მხარი აწუხებს და ექიმების გადაწყვეტილებით, დღევანდელ შეხვედრაში ვერ ითამაშებს – გვითხრა ნაკრების მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა, რომელსაც ჰოლანდიაში დავუკავშირდით.
– რამდენად სერიოზული ტრავმაა და მომავალ მატჩებში თუ ითამაშებს?
– სერიოზულია, რადგანაც დღევამდელ მატჩში ვერ გვეხმარება, თუმცა ვფიქრობთ, რომ სანიკიძე მომავალ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. მას მხარი გუშინდელზე უკედ აქვს და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ტკივილები გაუვლის. ნაკრების ექიმები ამ კუთხით აქტიურად მუშაობენ.
– სხვა მხრივ გუნდში როგორი განწყობაა?
– ყველაფერი ნორმალურადაა, ბიჭებმა დილას ივარჯიშეს, ახლა კი სასტუმროში ისვენებენ, რომ საღამოს ჰოლანდიელებს დაუპირისპირდნენ.  
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ალმერში დაგეგმილი მატჩი ჰოლანდიასა და საქართველოს შორის დღეს 21 საათსა და 30 წუთიდან დაიწყება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.