ვიქტორ სანიკიძემ იტალიის თასი სიენასთან ერთად მოიგო

ვიქტორ სანიკიძემ იტალიის თასი სიენასთან ერთად მოიგო

საქართველოს ნაკრების წევრი – ვიქტორ სანიკიძე იტალიის თასის გათამაშების გამარჯვებულია. ქართველმა ფორვარდმა “სიენასთან” ერტად იტალიის რანგით მეორე ტიტული მოიგო. ფინალურ დაპირისპირებაში სიენელებმა 77:74 დაამარცხეს “ვარეზე”.
 

მართალია, სანიკიძეს ბევრი ქულა არ ჩაუგდია, თუმცა მისი ზუსტი საჯარიმოები სიენელებს გადამწყვეტ მომენტში ძალიან წაადგათ. როცა მატჩის დასრულებამდე 30 წამი რჩებოდა, 71:75 ჩამორჩენილმა ვარეზელებმა ტაქტიკური ჯარიმა სწორედ ქართველ ფორვარდზე აიღეს. სანიკიძემ ორივეჯერ ზუსტად ტყორცნა და თავისი გუნდი მიუწვდომელი გახადა – 77:71. მეტოქემ ერთიც გაიბრძოლა და მატჩის დასრულებამდე წამებით ადრე სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ეს იყო და ეს. „მონტეპასკიმ“ 77:74 გაიმარჯვა და ბოლო წლებში ისედაც მასთან მყოფი თასი კვლავ დაიცვა.
 

  
სანიკიძე ამჯერად სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე კი 22 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 5 ქულასთან ერთად ვიქტორმა 8 მოხსნაც მიითვალა, რაც თავის გუნდში საუკეთესო შედეგი გახლდათ. რაც შეეხება საერთო სარგებლიანობას, ამ მხრივ სანიკიძე „სიენაში“ მეოთხე იყო, საუკეთესო შედეგი კი ბობი ბრაუნმა დააფიქსირა – 25 ქულა, 4 პასი.