ვიქტორ სანიკიძემ საზაფხულო ლიგაზე ითამაშა

საქართველოს ნაკრების წევრმა ვიქტორ სანიკიძემ “სან ანტონიო სპურსის” შემადგენლობაში საზაფხულო ლიგაზე თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა.სანიკიძის გუნდი “კლივლენდთან” 53:67 დამარცხდა.სანიკიძის სტატისტიკა ასეთი იყო – 8 წუთი, 2 ქულა, 4 მოხსნა, 2 პერსონალური შენიშვნა და 2 შეცდომა. ვიქტორმა თამაშიდან 3-დან 1 სროლა გამოიყენა.