ვიქტორ სანიკიძემ “სიენაში” დებიუტი 7 ქულით აღნიშნა

ვიქტორ სანიკიძემ “სიენაში” დებიუტი 7 ქულით აღნიშნა

ვიქტორ სანიკიძის „სიენური“ დებიუტი. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა კალიარის ტურნირზე „მონტეპასკის“ შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა და მოედანი 7 ქულით დატოვა. სიენელების მეტოქე ლიუბლიანის „ოლიმპია“ იყო, რომელიც სანიკიძის გუნდმა 70:51 გაანადგურა.
პირველი ტაიმის შემდეგ “მონტეპასკი” სლოვენიის საუკეთესო კლუბს მხოლოდ 4 ქულით უგებდა, დარჩენილ დროში კი იტალიური გრანდის უპირატესობა უფრო აშკარა გახდა. სიენელთა რიგებში 10-ქულიან ზღვარს სამი კალათბურთელი გადასცდა. მოსმა 16 ქულა მიითვალა, ბრაუნმა – 14, კაშუნმა – 12.
კალიარის საერთაშორისო ტურნირზე მეორე და უკანასკნელ მატჩს სიენელები 15 სექტემბერს ჩაატარებენ. სანიკიძის გუნდის მეტოქე ათენის „ოლიმპიაკოსი“ იქნება.