ვიქტორ სანიკიძეს ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა

ვიქტორ სანიკიძეს ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა

სერია A-ს მორიგ ტურში, მილანურ „არმანისთან“ ვიქტორ სანიკიძემ მოხსნებში საკუთარი საშუალო რაოდენობა შეასრულა, მაგრამ ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა. რაც არანაკლებ დასანანია, „კანადიან სოლარმა“ უშუალო კონკურენტთან წააგო. ბოლონიაში გაართული შეხვედრა მილანელების გამარჯვებით – 80:68 დასრულდა.

ვიქტორ სანიკიძისა და ანტონის ფოცისის საჰაერო ბრძოლა
სანიკიძემ საკმაოდ ბევრი – 37 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 8–დან 4 ორქულინი გამოიყენა, 4 სამიანი კი ააცილა. 8 ქულასთან ერთად სანიკიძემ 11 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა.ბოლო მეოთხედის დაწყებამდე ანგარიში თანაბარი იყო, თუმცა გუნდური თამაშის წყალობით მილანელებმა მოახერხეს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება.
ამ წაგებამ ბოლონიელებს ერთპიროვნული მეორე ადგილი დააკარგვინა. მილანელები სანიკიძის გუნდს დაეწივნენ და ახლა ეს გუნდები II-III სდგილებს იყოფენ. მომდევნო ტურის მატჩს „კანადიან სოლარი“ სტუმრად, კრემონაში, 11 თებერვალს გამართავს.