იტალისს ჩემპიონატის პლეი ოფი წარუმატებლად დაიწყო ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარისთვის“ ბოლონიურმა კლუბმა რეგულარულ ჩემპიონატში მე–8 ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალურ სერიაში ყველაზე უხერხულ მეტოქეს – იტალიის ბოლო წლების ჩემპიონსა და ევროლიგის ოთხთა ფინალის მონაწილე „სიენას“ შეეჯახა. მოულოდნელობა იქნებოდა, სანიკიძის გუნდს ასეთ ძლიერ მეტოქესთან სტუმრად წარმატებისთვის რომ მიეღწია. ყველაფერი ლოგიკას დაემორჩილა და საბოლოოდ „სიენამ“ დიდი სხვაობით – 94:55 დაამარცხა „კანადიან სოლარი“ და სერიაში 1:0 დაწინურდა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა საკმაო ხნით – 27 წუთით ითამაშა, რის განმავლობაშიც სანიკიძემ 4 მოხსნა და თავისიანთაგან უმეტესი, 7 მოხსნა მოაგროვა. ვიქტორმა 3 ცდიდან 2 ორქულინი ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა. ბოლონიელთაგან საუკეთესო კელვინ რივერსი გახლდათ 15 ქულით, დანარჩენებმა კი 10–ქულიან ზღვარსაც კი ვერ მოაღწიეს. გამარჯვებულთაგან კი თავი კჟიშტოფ ლავრინოვიჩმა გამოიჩინა, რომელსაც 16 ქულის მოსაგროვებლად 19 წუთი დასჭირდა.
სერიის მომდევნო მატჩი კვლავ სიენაში, 21 მაისს გაიმართება.