ვლადიმერ ბოისამ მორიგ ტურში 7 ქულა მოაგროვა

ვლადიმერ ბოისამ საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში დამაჯერებლად ითამაშა. 13,24 წუთში მან 7 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ბოისას „პანიონიონიოსმა“ კი დაძაბულ ბრძოლაში, სტუმრად „ილისიაკოსი“ 78:76 დაამარცხა.
ბოისა საკმაოდ აქტიური იყო. მან 4–დან 2 ორქულიანი და 4–დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა. „პანიონიოსის“ შემადგენლობაში 16 ქულით საუკეთესო სტეფან ნადფეი გახდა. ბოისას გუნდს 10 მოგება და 4 მარცხი აქვს, საბერძნეთის ჩემპიონატის გათამაშების ცხრილში კი მე–4 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს „პანიონიოსი“ „არისთან“ გამართავს.